სკოლამდელი განათლება
ბავშვთა განვითარების, პედაგოგიკისა და საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის უნარ-ჩვევები.
სკოლამდელი განათლების პროგრამა მიზნად ისახავს თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომპონენტებისა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. პროგრამა ორიენტირებულია იმაზე, რომ კურსდამთავრებულმა შეძლოს საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მშობლებთან თანამშრომლობა.
რას ისწავლი?
- ბავშვის განვითარებაბავშვის ფიზიკური, კოგნიტური, სოციალური და ემოციური განვითარების თავისებურებები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.
- კურიკულუმები და მეთოდოლოგიათანამედროვე სასწავლო კურიკულუმების შესწავლა, საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და სპეციფიკური პედაგოგიური მეთოდოლოგიები.
- ენა და კომუნიკაციაბავშვში ენისა და კომუნიკაციის, მეტყველებისა და წერა-კითხვის საწყისი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
- ინკლუზიური განათლებაინკლუზიური განათლების საფუძვლები და განმავითარებელი გარემოს შექმნა ყველა ბავშვისთვის.
პროგრამის მიზანი
პროგრამა ამზადებს სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულად - სასწავლო პროცესში ჩართულია სტაჟირება საბავშვო ბაღებში, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს პირველივე დღიდან იგრძნონ თავი დარგში. საქართველოში საბავშვო ბაღების ქსელი მუდმივად ვითარდება და კვალიფიციური კადრების მიმართ მოთხოვნა მაღალია.
დასაქმება და კარიერა
- საბავშვო ბაგა-ბაღები - აღმზრდელად, მეთოდისტად ან ჯგუფის ხელმძღვანელად.
- ადრეული განვითარების ცენტრები - სენსორული, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული.
- სახელმწიფო და კერძო სადღეღამისო ცენტრები.
- საგანმანათლებლო ორგანიზაციები, პროექტები და საკონსულტაციო ცენტრები.