ფარმაცია (სააფთიაქო)

წამლის ფორმების მომზადება, სააფთიაქო მომსახურება და მომხმარებელთან ურთიერთობა.

ფარმაცია (სააფთიაქო) პროგრამა მიზნად ისახავს ისეთი სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ აფთიაქსა და ფარმაცევტულ დაწესებულებებში სრულფასოვანი პროფესიული საქმიანობის წარმართვას. სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, მათ შორის სტაჟირებას რეალურ აფთიაქებსა და ფარმაცევტულ კომპანიებში.

რას ისწავლი?

  • ფარმაცევტული ქიმია და ფარმაკოლოგიაწამლების შემადგენლობა, მოქმედების მექანიზმები, დოზირება და უკუჩვენებები.
  • სააფთიაქო მენეჯმენტიპროდუქციის მიღება-განთავსება, მარაგის მართვა და ვადაგასული მედიკამენტების განკარგვა.
  • მომხმარებელთან ურთიერთობაკონსულტაციის გაწევა, რეცეპტების დამუშავება და პროფესიული ეთიკა ფარმაციაში.
  • წამლის ფორმების მომზადებაპრაქტიკული უნარ-ჩვევები მედიკამენტების მომზადებისა და შენახვის სტანდარტების შესაბამისად.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომპონენტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სტუდენტს გამოუმუშაოს დარგობრივი კომპეტენცია ფარმაციის სფეროში. სტუდენტები შეისწავლიან ფარმაცევტული ქიმიის, ფარმაკოლოგიის, სააფთიაქო მენეჯმენტისა და მომხმარებელთან ურთიერთობის საკითხებს.

დასაქმება და კარიერა

  • ფარმაცევტი/აფთიაქის თანამშრომელი - აფთიაქებში, ფარმაცევტულ ქსელებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.
  • ფარმაცევტული კომპანიების თანამშრომელი - მედიკამენტების წარმოების, დისტრიბუციისა და მარკეტინგის სფეროში.
  • სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელი - საავადმყოფოებსა და კლინიკებში მედიკამენტების მართვა.
  • დამოუკიდებელი კონსულტანტი - ჯანმრთელობისა და მედიკამენტების სფეროში.
დოკუმენტი

პროგრამის სრული აღწერა

ფარმაცია (სააფთიაქო)PDF დოკუმენტი · 33 გვერდი