ბუღალტრული აღრიცხვა
ფინანსური ოპერაციების წარმოება, საგადასახადო დაბეგვრა და ბიზნესის ეფექტიანი მართვა.
პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ სტუდენტებმა შეიძინონ ყოვლისმომცველი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში. სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა სრულ მზადყოფნას პროფესიული საქმიანობის დასაწყებად.
რას ისწავლი?
- ფინანსური ანგარიშგებაბალანსის, მოგება-ზარალისა და ფულადი ნაკადების ანგარიშის შედგენა სტანდარტების შესაბამისად.
- საგადასახადო დაბეგვრასაქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა, საგადასახადო ანგარიშგების წარმოება და გადასახადების ოპტიმიზაცია.
- ბუღალტრული პროგრამებითანამედროვე ბუღალტრული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად.
- ბიზნესის მართვაფინანსური ანალიზის საფუძვლები, რაც ხელს უწყობს ბიზნესის ეფექტიან მართვასა და გადაწყვეტილებების მიღებას.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტები. სასწავლო პროცესი აერთიანებს ლექციებს, პრაქტიკულ სემინარებსა და სტაჟირებას რეალურ სამუშაო გარემოში, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, სწავლის დასრულებამდევე შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება.
დასაქმება და კარიერა
- მთავარი ბუღალტერი ან ბუღალტრის ასისტენტი - ნებისმიერ კომერციულ ორგანიზაციაში, საწარმოსა თუ კომპანიაში.
- მოლარე-ოპერატორი - საბანკო სექტორსა და ფინანსურ დაწესებულებებში.
- საგადასახადო და ფინანსური კონსულტანტი - საკონსალტინგო კომპანიებსა და დამოუკიდებელი პრაქტიკით.
- აქტივების აღრიცხვის სპეციალისტი - სახელმწიფო ორგანოებსა და დიდ კორპორაციებში.