შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები

სამუშაო ადგილზე რისკების კონტროლი, გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და ეკოლოგიური მონიტორინგი.

პროგრამა მიზნად ისახავს ისეთი სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას, გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვასა და რისკების ეფექტიან მართვას. სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, მათ შორის სტაჟირებას რეალურ სამრეწველო ობიექტებზე.

რას ისწავლი?

  • შრომის უსაფრთხოებასამუშაო ადგილზე საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება, ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტები და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება.
  • გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებიეკოლოგიური მონიტორინგი, ნარჩენების მართვა, წყლისა და ჰაერის დაბინძურების კონტროლი, კლიმატური ცვლილებების გავლენის შემცირება.
  • სამართლებრივი რეგულაციებისაქართველოს შრომის კოდექსის, გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და სტანდარტების ცოდნა.
  • პრაქტიკული სტაჟირებასტაჟირება სამრეწველო საწარმოებში, სამშენებლო კომპანიებსა და გარემოსდაცვით ორგანიზაციებში.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშაოს უნარები, რათა მან შეძლოს სამუშაო ადგილზე საფრთხეებისა და რისკების კონტროლი, გარემოს დაცვის მენეჯმენტი და შრომის უსაფრთხოების რეგულაციების გატარება. სტუდენტები შეისწავლიან რისკების მართვის თანამედროვე მეთოდებსა და ეკოლოგიური მონიტორინგის ინსტრუმენტებს.

დასაქმება და კარიერა

  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი/მენეჯერი - სხვადასხვა ორგანიზაციასა და საწარმოში.
  • გარემოსდაცვითი მენეჯმენტი - ნარჩენების მართვა, ეკოლოგიური და კლიმატური მონიტორინგი.
  • რისკების მართვა საწარმოებში - ტექნიკური, ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების კონტროლი.
  • საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დაგეგმვა სამრეწველო და ინდუსტრიულ გარემოში.
დოკუმენტი

პროგრამის სრული აღწერა

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებიPDF დოკუმენტი · 32 გვერდი