ხედვა, მისია და ღირებულებები
ვინ ვართ ჩვენ და რა ღირებულებები გვამოძრავებს.
ბათუმის პროფესიული აკადემია არის მრავალპროფილური საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი კადრების მომზადებაზე. ჩვენი აკადემია აერთიანებს საუკეთესო ადგილობრივ გამოცდილებას მაღალ სტანდარტებთან, რათა თითოეულ სტუდენტს მისცეს რეალური კარიერული შესაძლებლობა.
რა გვამოძრავებს
ობიექტურობა
აკადემიის მიერ დადგენილი რეგულაციები უზრუნველყოფს საქმიანობაში ჩართული პირების მიუკერძოებლობას და იცავს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს.
გამჭვირვალობა
აკადემიის გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასა და დადგენილ წესებთან, არის საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებულ პირთათვის.
თანამშრომლობა
აკადემია ღიად თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან სიახლეების, წინადადებებისა და სპეციფიკური პრობლემების გადასაჭრელად.